ნანა ჯორჯაძის 1996 წლის ქართულ-ფრანგული ფილმი. ის არის პირველი ფილმი, რომელიც ნომინირებული იყო ოსკარზე საქართველოს სახელით.
siuJeti
ანტონ გოგოლაძე საფრანგეთში მარსელ იშაკს გაიცნობს. მარსელი ფრანგი კულინარის, პასკალ იშაკის ძმისშვილია და მის მიერ დატოვებულ ხელნაწერებს ინახავს. ანტონი ხელნაწერებს გაეცნობა და აღმოაჩენს, რომ პასკალ იშაკმა 1920 წელს გაიცნო ქართველ კნეინა ცეცილია აბაშიძე, რომელიც ანტონის დედა იყო და შეუყვარდა იგი. იშაკი ამავდროულად შეყვარებული იყო ქართულ სამზარეულოზე და თბილისში რესტორანს გახსნა, თუმცა საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ იშაკს რესტორანი ჩამოართვეს, ხოლო ცეცილია რევოლუცონერ ზიგმუნდ გოგოლაძეს გაჰყვა ცოლად. ანტონს ზიგმუნდი მამა ეგონა, თუმცა ხელნაწერების კითხვისას აღმოაჩენს, რომ მისი მამა პასკალ იშაკი ყოფილა, რომელიც ცეცილიას სიკვდილამდე უყვარდა. ანტონი ხელნაწერებს მარსელისაგან ფარულად დაწვავს.